თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტთა თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კონკურსში გამარჯვებულ კანიდატთა თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო აფციაური აცხადებს, კონკურსანტების სამსახურებით დაკმაყოფილების პროცესი ორ დღეში დასრულდება, რომლის შემდეგაც გამგეობა 40 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს თავიდან გამოაცხადებს.
,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, გასაუბრების ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ წარმატებული 103 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს, ხოლო 8 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს, პაატა გიორგობიანს უკვე წარუდგინა”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.