ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სააგენტოში განმარტავენ, რომ ინსპექტირება ჩატარდება რესტორნებში, სასადილოებში, ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში; ღვინის ნიმუშები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ჩატარდება კვლევები ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განხორციელდება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები.
„ფიზიკური პირი, რომელიც ღვინოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აწვდის, ვალდებულია დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებლად, რაც ოჯახურ პირობებში წარმოებულ პროდუქტს მიკვლევადს გახდის და მინიმუმამდე შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს“, – განმარტავენ სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემოწმებას პერმანენტულად ახორციელებს, თუმცა, მიმდინარე წელს მასშტაბები გაცილებით გაიზრდება, რაც, სააგენტოს აზრით, ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის დაცვას საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისგან და ექსპორტის შემთხვევაში, ქართული ღვინოს ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიო ბაზარზე.