ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს გადაამზადებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძეს განცხადებით, სამინისტროს უპირველესი მიზანია აღნიშნულ სფეროს განათლების კუთხით უდიდესი ყურადღება დაეთმოს:
,,როცა განათლების კომპონენტზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ პროფესიულ სწავლებაზე, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესეებულებებზე, სადაც აგრარული მიმართულებებია. ასევე პირველ კატეგორიაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა მნიშნელოვანი, სადაც გათვალისწინებული გვაქვს მიწის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და ინვესტიციების შემოდინება ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.