ახალი ამბები

ახალი ამბები

სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დააბრუნეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დააბრუნეს. ადგილობრივების განცხადებით, საბჭოთა ბელადის ბიუსტი შინმოუსვლელთა პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დააბრუნეს.

სოფელ აკურის მცხოვრები, გიორგი ქვლივიშვილი ამბობს, რომ თუ სტალინის ბიუსტს აიღებენ, ის ისევ დაგამს. 

Read More
ახალი ამბები

იყალთოში ქვევრის სახლის მშენებლობა იწყება

იყალთოში “ქვევრის სახლის” მშენებლობა იწყება. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ტერიტორია სუფთავდება.

თვითმმართველი თემის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ქვევრის სახლის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს, სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

Read More
ახალი ამბები

თელავის რამდენიმე ქუჩას ენერგომომარაგება შეეზღუდება

დღეს, ქალაქ თელავის რამდენიმე ქუჩას ენერგომომარაგება დროებით, საღამოს 19:00-დან 20:00 სთ-მდე, შეეზღუდება. სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, დენის გათიშვის მიზეზი 10 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე ,,რეპროდუქტორი“ ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებია. 

Read More
ახალი ამბები

“თელავის ღვინის მარანი” კომპანიის მარნის განახლებას გეგმავს

ღვინის კომპანიები მიმიდნარე წელს სიახლეების დანერგვას გეგმავენ. “თელავის ღვინის მარანის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ილია რამაზაშვილის განცხადებით, წელს იგეგმება კომპანიის მარნის განახლება, რაც ფასადური ნაწილის და შიდა იერსახის მოწესრიგებას გულისხობს.

Read More
ახალი ამბები

ჟურნალისტმა ნატო მეგუთნიშვილმა ლექსების კრებული გამოსცა

ჟურნალისტმა ნატო მეგუთნიშვილმა ლექსების პირველი კრებული გამოსცა. წიგნის – ,,ჭრელი ქოლგების” პრეზენტაცია კვირას, 10 მაისს, თელავის მედია კაფეში გაიმართება.

Read More
ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. 

Read More
ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში ,,სანაგირის“ მონასტრის სარემონტო სამუშაოები განხორციელდება

არქიტექტორ ლალი მენთეშაშვილის ხელმძღვანელობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ,,სანაგირის“ მონასტრის სარემონტო სამუშაოები მაისის ბოლოს დაწყება. 

Read More
ახალი ამბები

თელავის რაიონულ სასამართლოსთან კისისხევის მოსახლეობამ აქცია გამართა

თელავის რაიონულ სასამართლოსთან სოფელ კისისხევის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა პოლიციის მიერ სოფელში მცხოვრები 4 ახალგაზრდის დაჭერის ფაქტი გააპროტესტეს.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში გამგებლის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გურჯაანში გამგებლის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. კოალიცია ,,ქართული ოცნების” რამდენიმე წევრი მის გადადგომას ითხოვს. კოალიციის წევრების განცხადებით, მათ “ნაციონალებიდან” ჩანერგილი უწოდეს და ფაქტების წარმოდგენა მოითხოვეს.

Read More
ახალი ამბები

ტურისტულ სექტორში კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა

საქართველომ ტურისტულ სექტორში კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 71–ე ადგილი დაიკავა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს მოხსენებაში World Economic Forum’s 2015 Travel and Tourism Competitiveness Index. 

Read More