ტურისტულ სექტორში კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა
საქართველოს ძლიერ მხარეებად დასახელებულია ბიზნეს–გარემო, ამ მხრივ საქართველო 32–ე ადგილზეა, ასევე 32–ეა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ქვერეიტინგში ის 31–ე პოზიციაზეა, საპორტო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მხრივ საქართველო 67–ეა, საჰაერო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანა 94–ე პოზიციაზეა, კულტურული რესურსები და ბიზნეს–მოგზაურობები –87–ე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ერთ წელიწადში ტურისტებისრაოდენობა 18%–ით შემცირდა
წინა, 2013 წლის რეიტინგში საქართველო 66–ე ადგილზე იყო. 2011–ში კი 73–ზე.