პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
მთავრობის ახალი შემადგნლობის საწინააღმდეგო პოზიცია 38 პარლამენტარმა დააფიქსირა. კვორუმი 74 დეპუტატი იყო. კენჭისყრა წუხელ, გვიან ღამით გაიმართა.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. პრემიერ-მინისტრის პოსტი ისევ ირაკლი ღარიბაშვილს უკავია.
მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობა დატოვეს და პრემიერმა თვდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გაათავისუფლა. ალასანიას შემდეგ საკადრო ცვლილება შეეხო თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძესაც და მის ბაცვლად მთავრობის მეთაურმა პარლამენტს თინათინ ხიდაშელის კანდიდატურა წარუდგინა.