თელავში კულტურულ მრავალფეროვნებაზე იმსჯელეს
ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) ევროპის სახლთან თანამშრომლობით UNESCO-ს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში იწყებს პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო – სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის – „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციისათვის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება”.
პროექტი მიზანია UNESCO-ს 2005 წლის კონვენციის პოპულარიზაცია, მისი რატიფიცირების შედეგად საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის აღამასრულებელი დირექტორის ნინო გუნია-კუზნეცოვას განცხადებით, პროექტის ფარგლებში ატარებენ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან და სამთავრობო სექტორთის წარმომადგენლებთან.
,,საქართველო 2008 წელს შეურთდა პარიზის კონვენციას და ამ ფორმატში პირველი შეხვედრაა. ჩვენი საუბრები მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრის ბოლოს შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც წარედგინება კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაში გასათვალისწინებლად. ჩვენ, ველოდებით კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე ექსპერტული რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება რეგიონებში არასამთავრობო და სამთავრობო კულტურის სექტორის წარმომადგენლებისაგან. კულტურის სფეროს პრობლემატიკაზე რომ საუბრები დაიწყო, ეს უკვე კარგია. იმედია გვაქვს, კარგ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პროექტში ჩართული ექსპერტის, ანანო ასათიანის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა „მრავალფეროვანი საქართველო“, რომელიც შეძლებს კონვენციის განხორციელებაში მონაწილეობას. ამისათვის შეირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირები და ორგანიზაციები:
,,შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად შემუშავდება კონვენციის განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციების პაკეტი და მონაცემთა ბაზა.
შექმნილი მონაცემთა ბაზა და რეკომენდაციების პაკეტი გადაეგზავნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემდგომი თანამშრომლობისათვის. რეალურად ყველგან არის მენეჯერების პრობლემა კულტურის სფეროში, თუმცა ახლა უკვე მიმდინარეობს მათი გადამზადება და უმჯობესდება მათი სამუშაო უნარები”, – აღნიშნა ანანო ასათიანმა.
ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის პირველი სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელის მედეა ავალიშვილის განცხადებით, კულტურის სფეროში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადაჭრასაც ახალი მიდგომები სჭირდება.
,,ძირითადი პრობლემაა ის, რომ ათეულობით წელია ვმუშაობთ დაბალი ანაზრაურების ხარჯზე, რადგან გვიყვარს ჩვენი პროფესია. აგვიხსნეს, როგორ უნდა ვიმუშავოთ მომავალში, რომ გვქონდეს პროექტები, მოვიძოთ დაფინანსება, რითაც გავაუმჯობესებთ ჩვენს მუშაობასა და მიღწევებს. სკოლაში ნიჭიერი ბავშვები გვყვავს და პედაგოგებიც ბევრს მუშაობენ, თუმცა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად ტრანსპორტირების თანხის მოძიებაც კი გვიჭირს”, – განაცხადა მედეა ავალიშვილმა.