ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი- 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე.

„საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო წლებთან შედარებით, დაახლოებით 70 % -იანი მატებაა. 2025 წელს ჩვენი სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“, – განცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.