სოფელ ვაზისუბანში ,,სანაგირის“ მონასტრის სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ,,წმინდა ბარბარეს“ სახელობის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის ,,სანაგირის„ სამნავიან ბაზილიკას სამხრეთიდან აქვს მიშენებული. სანაგირის მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მონასტერი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორიაში შედის და იგი თარიღდება X-XI საუკუნეებით.
,,მონასტერი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთიდან მიშენებული აქვს ,,წმინდა ბარბარეს „ეკლესია, ხოლო ჩრდილოთიდან წმინდა გიორგის ეკლესია. მონასტერი ნაშენია – რიყის ქვით, ქართული აგურით და შირიმის ქვით. მონასტრის ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები. საქველმოწმედო ფონდმა ,,ქართუმ“ ,,ბარბარეს„ სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო ხარჯები გაიღო. ამჟამად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბერების კელიების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. მონასტრის მახლობლად მოწყობილ კელიაში ცხოვრობს მარტყოფელი ბერი ევსები, რომელიც იმედოვნებს, რომ სანაგირის მონასტერი მომავალში მამათა მოქმედი მონასტერი იქნება,”- განაცხადა გურჯაანის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.