თელავის რაიონულ სასამართლოსთან კისისხევის მოსახლეობამ აქცია გამართა
კისისხეველების განცხადებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს, ვითარება შეგნებულად დაძაბეს და ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოსახლეობის განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები ვითარების პროვოცირებას ახდენენ. დაკავებულების ნათესავების მტკიცებით, ახალგაზრდების დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებთან სიტყვიერი დაპირისპირება.
დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართა. სასამართლომ ოთხივე დაკავებული გაათავისუფლა და გირაოს სახით 7-7 ათას ლარი შეუფარდა. ინფორმაციას ,,რუსთავი 2 ” ავრცელებს.