ჟურნალისტმა ნატო მეგუთნიშვილმა ლექსების კრებული გამოსცა
ნატო მეგუთნიშვილის განცხადებით, ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა კრებულის გამოცემაზე არ უფიქრია: ,,ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს. ვწერ იმ დროს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ემოციური წუთებია. ეს, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ჩემი ლექსები დღის სინათლეს ნახავენ. ეს იყო ჩვენი კოლეგის, მაკა მოსიაშვილის, ინიციატივა და იდეა. მანვე აქცია იდეა რეალობად ისე, რომ თითქმის არაფერი გამიკეთებია. მინდა ავღნიშნო, რომ 10 მაისს ჩემი დაბადების დღეა და წიგნის პრეზენტაცია ამ თარიღს დაუმთხვია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას”.
,,ჭრელი ქოლგების” პრეზენტაცია თელავის მედია კაფეში 10 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.