სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დააბრუნეს
„ათჯერ რომ მოხსნათ, ათჯერ მივიღებ მონაწილეობას იმიტომ რომ ის კაცი ისე მიყვარდა, ისეთი გენიოსი კაცი იყო, რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა არავინ, როგორიც ეგ იყო. ჯკუა გონება ეყო, დაიხია უკან და მერე დაამარცხა ჰიტლერი“, – აღნიშნა გიორგი ქვლივიშვილმა.
სოფელ აკურაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოთარ ხატიაშვილის განცხადებით, სტალინის ბიუსტი ადგილობრივებმა თვითნებურად დააბრუნეს, თუმცა მისთვის კონკრეტული პიროვნების ვინაობა უცნობია.
„თვითნებურა მოიტანეს და დადგეს. ნამდვილად არ ვიცი, ვინ გაბედა. ვისაც ვეკითხები, ყველა საკუთარ თავზე ამბობს. ისინი არ მალავენ“, – განაცხადა ოთარ ხატიაშვილმა.
აკურაში სტალინის ბიუსტი შინმოუსვლელთა პარკში 2010 წლამდე იდგა. 2010 წელს მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სტაილინის ძეგლი აიღეს. 2013 წლის 11 იანვარს კი, ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, აკურელებმა საბჭოთა ბელადის ბიუსტი ისევ დააბრუნეს. 2013 წლის 7 თებერვალს კი დაუდგენელმა პირებმა ბიუსტი ჩამოგდეს და ვარდისფრად შეღებეს. 2014 წლის 28 იანვარს გვიან ღამით უცნობმა პირებმა სტალინის ბიუსტი წაიღეს.