გურჯაანში ავტოავარიის შედეგად ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა
განსაკუთრებით მძიმეა ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი “აუდისა” და “ვაზ 24”-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
თვითმხილველები სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებით მისვლაზე საუბრობენ. მათივე თქმით, დაზარალებულების ერთი ნაწილი საავადმყოფოში საკუთარი ტრანსპორტით გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.