კოლაგში მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ამ დრომდე უმძიმესია ავარიის დროს დაშავებული ორი წლის მოზარდის და 8 თვის ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა, ისინი მართვითი სინთქვის აპარატზე არიან შეერთებულები.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია შვიდი ადამიანი, რომელთა შორის ორსული და 2 წლის ბავშვი არიან. მედიკოსების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი “აუდისა” და “ვაზ 24”-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ადგილზე სამაშველო ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია. თვითმხილველები სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებით მისვლაზე საუბრობენ. მათივე თქმით, დაზარალებულების ერთი ნაწილი საავადმყოფოში საკუთარი ტრანსპორტით გადაიყვანეს. მომხრად ფაქტს გურჯაანის შს რაიონული პოლიცია იძიებს.