იყალთოში ქვევრის სახლის მშენებლობა იწყება
მისივე თქმით, ,,ქვევრის სახლს” კომპანია ,,დაგი” ააშენებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით განახორციელებს. შათირიშვილის განმარტებით, ,,ქვევრის სახლის” მშენებლობა სოფელში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს:
,,აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ თელავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლო დროს ღვინოზე და ქვევრზე მოთხოვნა გაიზარდა. რაიონში არის ადგილები, სადაც კუსტარული წესით ამზადებენ, მაგრამ იქ მოქალაქეს შესაძლებელია ერთი ქვევრის ყიდვისთვის რამდენიმე წელი მოუწიოს ლოდინი. ,,ქვევრის სახლში’’ კი სტანდარტული ქვევრის დამზადება იქნება შესაძლებელი და ასევე გაიხსნება ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები აღნიშნულ ხელოვნებას შეისწავლიან”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.