სოფელ იყალთოში ახალი სკვერი იხსნება
სოფელ იყალთოს ცენტრში ახალი სკვერის მშენებლობა და მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
თვითმმართველი თემი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის, განცხადებით „სკვერში დამონტაჟდება განათება, განთავსდება სკამები, დაირგვება ხეები და ძალიან მალე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვანი ადამიანებისთვის იყალთოს სკვერი დასვენების და თავშეყრის საუკეთესო ადგილი გახდება.”
