ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 4459,6 ათას ლარს შეადგენს,ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5365,7 ათას ლარს.
,,ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 708,0 ლარია გამოყოფილი. აქედან 523,0 ათასი ლარი დასუფთავების ღონისძიებებზე, 170,0 ათასი ლარი გარე განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის,ხოლო 10,0 ლარი წყლის სისტემების მოწყობაზე დაიხარჯება. გარდა ამისა, მომავალ წელს კულტურის,რელიგიისა და ახალგაზრდობის დაფინანსებას 739,56 ათასი ლარი მოხმარდება. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: სპორტი-120,0 ათასი ლარი, კულტურის განვითარება-536,3 ლარი, საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა-18,3 ლარი, ”- აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მათივე თქმით, სახელწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მოსახლების ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარებისა და ხელშეწყობის პროგრამები წარმოადგენს. 
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 584,1 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან-81,1 ათასი ლარი ჯანდაცვის,503,0 ათასი ლარი სოციალურ და 300,0 ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამებზე დაიხარჯება. ასევე, უმწეოთა უფასო სასადილოს დასაფინანსებლად წელს 200,0 ათასი ლარი, ხოლო ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებისთვის 3,0 ათასი ლარია გამოყოფილი,”- აცხადებენ გამგეობაში.