ახალი ამბები

საქართველოში წელს ღვინის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, 2005 წლის მონაცემებით, სულ ექსპორტირებული იყო 57 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში იყო 80 მლნ დოლარი. 2005 წლისთვის რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 88% იყო და დიდწილად ფალსიფიცირებული, არაყურძნისეული ღვინო წარმოადგენდა. ახლა რუსეთის წილი 64%-მდე შემცირდა ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და იაპონიის სტრატეგიულ და ამასთანავე მზარდ ბაზრებზე ხორციელდება.