ახალი ამბები

თესაუში სტუდენტების განწყობების კვლევა ჩატარდა

გერმანული საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების – GIZ ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების განწყობების კვლევა ტარდება. კვლევითი სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს. თესაუს პროფესიული პროგრამების (ფარმაცევტის თანაშემწე, მეტყევე) სტუდენტებს კითხვარი დაურიგდათ, რომელიც პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით მათი განწყობების კვლევას ითვალისწინებს. კვლევაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა, რომელთა პასუხებიც კონფიდენციალურია. ძირითადად საუნივერსიტეტო გარემოს შესახებაა წარმოდგენილი, მაგალითად რა არის ის ძირითადი პრობლემა და ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც სტუდენტი ისურვებს, რას შეცვლიდა თავის პროფესიულ სასწავლებელში, რა დამატებითი აქტივობები შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს და სხვა მსგავსი საკითხები.