ახალი ამბები

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ თელავში პროექტის პრეზენტაცია გამართა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის პროგრამის ფარგლებში“ საგრანტო განაცხადების მიღებას იწყებს. გრანტების გაცემის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა ქვეყნის მართვასა და იმგვარი პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს მთავრობის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტური მმართველობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საგრანტო განაცხადების წარდგენა 17 თებერვლამდე შეუძლიათ.