ახალი ამბები

თესაუში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გრიგოლ ორბელიანის დაბადების 210 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა 10-მდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებით და ეპისტორულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ქეთევან გიგაშვილი:
,,საქართველოში გრიგოლ ორბელიანის მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ადგილი სწორედ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია, რომელიც გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას მოიცავს “,- აღნიშნა თესაუ-ს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა.
,,XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემის“ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობის 4 ტომი. პოეტის წერილებზე მუშაობა კვლავ გრძელდება.