ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საკრებულომ საახალწლო პრემიები გასცა

დედოფლისწყაროს საკრებულომ საახალწლო პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თანამდებობის პირები ერთი თვის ხელფასის ოდენობით პრემიას მიიღებენ. “ქიზიყის” ინფორმაციით, საჯარო მოხელეთათვის პრემიების გაცემას მხარი არ დაუჭირა ალასანიას ფრაქციიდან ახლახან წამოსულმა დეპუტატმა ბესიკ ქავთარაძემ. ხოლო, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა თავი შეიკავეს.  როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ელენე ბაიაშვილმა განაცხადა, საახალწლო პრემიას, სავარაუდოდ, გამგეობის თანამშრომლებიც მიიღებენ.