ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის პირველი ეტაპის ნომინანტები გამოვლინდნენ

დღეს, “თბილისი მოლში” წიგნის ფესტივალის ფარგლებში შედგება პროზისა და პოეზიის ნომინანტების წარდგენა საზოგადოებისთვის. პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: 1.თეატრალური ხელოვნება; 2. კინოხელოვნება; 3. მხატვრული ლიტერატურა (პროზა ) ; 4.მხატვრული ლიტერატურა (პოეზია); 5. მუსიკა; 6. სახვითი ხელოვნება; 7.ფოლკლორი; 8. საბუნებისმეტყველო მეცნიერება.
ამ დროისთვის თითო ნომინაციაზე 3 ნომინანტია დასახელებული. 9 იანვარს კი ამ სამიდან ჟიური ერთს აირჩევს.
“წინანდლის პრემია” ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაფუძნდა. პრემია ენიჭებოდა ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისთვის და ემსახურებოდა მათ წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას საზოგადოებისთვის, ეს კი დიდი სტიმული იყო არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული შემოქმედებისა თუ მეცნიერებისთვის, არამედ ახალგაზრდა ნიჭიერი თაობისთვის, რომელსაც სურდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ხელოვნებასა და მეცნიერებაში.