ახალი ამბები

ახალი ამბები

თელაველი ახალგაზრდები არჩევნების წინ (VIDEO)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. თელაველი  ახალგაზრდების ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. გარდა იმისა, რომ  მოახლოებული არჩევნების შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ, პოლიტიკოსებისა და პარტიების   უინტერესო და გაუგებარ პროგრამებზე მიუთითებენ. Aახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.

24 წლის ილია საყვარლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპტიმისტურად უყურებს. საყვარლიშვილი თითოეული ახალგაზრდის აქტიურობასა და საარჩევნო პროცესებში ჩართვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობად მიიჩნევს. ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვაში ილია საყვარლიშვილი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათს ინფორმირებას.

Read More
ახალი ამბები

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. გამგეობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. გამგეობის შენობასთან იმყოფებიან გამგებელ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები.

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებითა არის დაკავებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

Read More
ახალი ამბები

თელავში ამერიკული კულტურის დღეები დასრულდა (VIDEO)

თელავში ამერიკული კულტურის დღეები დასრულდა. ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში ამერიკელმა ჯაზ-პიანისტმა ჯასტინ კოფლინმა კონცერტი გამართა.

ჯასტინ კოფლინმა რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და დასასრულს კონცერტი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლევბლის მოსწავლესთან ნინო ჯაყელთან ერთად დახურა.

ჯასტინ კოფლინი ჯაზ-პიანისტი:

,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი მასპინძლობისთვის.”

Read More
ახალი ამბები

ყვარლის გამგებლობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე იქნება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყვარლის რაიონის გამგებლობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე იქნება, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძე ღირსეული კანდიდატია, რომელიც გაიმარჯვებს.

Read More
ახალი ამბები

დავით ქევხიშვილს სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ყვარლის უკვე ყოფილ გამგებელ დავით ქევხიშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს კი 400-400 ლარის გადახდა დაეკისრათ. პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Read More
ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ნაცმოძრაობის დეპუტატი და თავმჯდომარის ძმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროში, დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე, თამაზ კირვალიძე და მისი თანმხლები პირი, მამუკა ბაღაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბაღაშვილი „ნაცმოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ბაღაშვილის ძმაა.

Read More
ახალი ამბები

როგორ უნდა დაიცვას ინტერნეტ მომხმარებელმა საკუთარი უფლებები (VIDEO)

თელავში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

Read More
ახალი ამბები

თელავის სამუსიკო სასწავლებლის ირგვლივ დავა გრძელდება (VIDEO)

თელავის სამუსიკო სასწავლებლის ირგვლივ დავა გრძელდება. სასწავლებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ კევლიშვილი, მოქმედ დირექტორს, ლელა ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ გულგრილობაში, ბეჭდის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება/გადამალვასა და სახელმწიფოსთის შემოსავლების დამალვა/მითვისებაში სდებს ბრალს.

Read More
ახალი ამბები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თესაუს კანცლერის არჩევნების ბათილად ცნობას სთხოვს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 4 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით თესაუში განახორციელა ინსპექტირება. უნივერსიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის შესვლა და ჩატარება მოითხოვეს თესაუს რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა, რექტორის მრჩეველმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ასისტენტ-პროფესორმა თამარ ბაჩიაშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის სპეციალისტმა მარინა სულხანიშვილმა. უმაღლეს სასწავლებელში ინსპექტირების შედეგებზე შედგენილი დასკვნის მიხედვით შიდა აუდიტის დეპარტამენტი ითხოვს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების ბათილად ცნობას.

Read More
ახალი ამბები

გუბერნიის კუთვნილი ავტომობილით ქართული ოცნება სარგებლობს (EXCLUSIVE)

,,kakhetinews.ge – ს ინფორმაციით, გუშინ, 19:00 საათზე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, კახეთის გუბერნატორი საკუთარ კაბინეტში ,,ქართული ოცნების“ კახეთის მუნიციპალიტეტების პარტიულ თავმჯდომარეებსა და ,,ქართული ოცნების” კახეთის რეგიონის კოორდინატორს ირაკლი გრძელივანიშვილს შეხვდა.
ჩვენი ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე განიხილებოდა ,,ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატურები. განხილვა, ამ ეტაპზე, დასრულებულია და ,,ქართული ოცნების“ გუნდში კანდიდატურებიც უკვე ცნობილია.

Read More