ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ნაცმოძრაობის დეპუტატი და თავმჯდომარის ძმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროში, დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე, თამაზ კირვალიძე და მისი თანმხლები პირი, მამუკა ბაღაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბაღაშვილი „ნაცმოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ბაღაშვილის ძმაა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ  ქიზიყი.ge-ს განუცხადა, დაკავებულებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც ერთ-ერთ დაკავებულს, მამუკა ბაღაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინის მცირე დოზით მოხმარება დაუდასტურდა. ხოლო, თამაზ კირვალიძეს სისხლში ნარკოტიკული თრობა არ აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლით აღიძრა.

დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი 6 მაისს არის ჩანიშნული.