როგორ უნდა დაიცვას ინტერნეტ მომხმარებელმა საკუთარი უფლებები (VIDEO)
თელავში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოადგილე ალექსანდრე მშვილდაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოადგილე ზაზაკენჭოშვილი, ინტერნეტისა და გაზის მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები კახეთის თელავის მუნიციპალიტეტში და სხვა.
რეგიონებში, კერძოდ კახეთში, ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობის საფასური დედაქალაქთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია, ხარისხი კი გაცილებით ნაკლები.
ინტერნეტ მომსახურების გარდა, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონის მოსახლეობისთვის უდიდეს პრობლემაზე – ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხზე, კერძოდ მისი მიწოდების ხარისხზე, დაფარვის არეალსა და სიხშირეზე.