თელავში ამერიკული კულტურის დღეები დასრულდა (VIDEO)
თელავში ამერიკული კულტურის დღეები დასრულდა. ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში ამერიკელმა ჯაზ-პიანისტმა ჯასტინ კოფლინმა კონცერტი გამართა.
ჯასტინ კოფლინმა რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და დასასრულს კონცერტი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლევბლის მოსწავლესთან ნინო ჯაყელთან ერთად დახურა.
ჯასტინ კოფლინი ჯაზ-პიანისტი:
,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი მასპინძლობისთვის.”