ახალი ამბები

ახალი ამბები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში დაიღუპა 180 ადამიანი და დაშავდა 3600-ზე მეტი.  „მსოფლიო ბანკმა“ დააფინანსა საპილოტე პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

Read More
ახალი ამბები

ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის მრჩევლები დაინიშნენ

სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხელმძღვანელობს, გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი შეიმუშავა. ცვლილებები თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას გულისხმობს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას გააძლიერებს.

Read More
ახალი ამბები

სათესლე მასალების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით სათესლე მასალების შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვა მოაწყო. მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის აგრარული კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თესლის წარმოებაში ჩართული კერძო პირები. 

Read More
ახალი ამბები

თელავის მერია ,,ახალგაზრდული საბჭოს” პროექტს დააფინანსებს

დღეს, „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები პლატონ კალმახელიძეს შეხვდნენ. მათ ქალაქის მერს საკუთარი ინიციატივები გააცნეს.

Read More
ახალი ამბები

განათლების მინისტრმა თელავში ახალ საკანონმდებლო ცვლილებზე ისაუბრა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თელავში შეხვედრა გამართა, რომელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები, ქალაქის მერი და კახეთის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

Read More
ახალი ამბები

კახა კალაძემ სოფელ მანავში ნავთობის საძიებო ჭაბურღილი “მანავი-13” დაათვალიერა

საქართველოს ვიცე პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, კახეთის გუბერნატორმა და შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანიის“ წარმომადგენელმა საქართველოში კლიფორდ აიზეკმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საძიებო ჭაბურღილი „მანავი-13“ დაათვალიერეს. 

Read More
ახალი ამბები

საქართველოში ტურისტების შემოსვლა მარტივდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტების შემოსვლა მარტივდება. მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, დაწყებული პროცესი ინვესტიციების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Read More
ახალი ამბები

თელავში ავტოავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში აღმაშენებლის გამზირზე, გუშინ მომხდარ ავტოავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლმა მართვა დაკარგა და ბოძს შეეჯახა.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში „ფრანკოფონიის კვირეული“ ჩატარდა

 27.03.15. 18.11. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა შეუერთდა მსოფლიო „ფრანკოფონიის კვირეულს“, რომელიც  საფრანგეთის საელჩოს, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის  ორგანიზებით  ტარდება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Read More