ახალი ამბები

კახა კალაძემ სოფელ მანავში ნავთობის საძიებო ჭაბურღილი “მანავი-13” დაათვალიერა

აღნიშნული ჭაბურღილი არსებულ ტერიტორიაზე ნავთობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად 4500 მეტრ სიღრმეზე იბურღება. 

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს თქმით, ჭაბურღილის სავარაუდო ღირებულება 21 მლნ დოლარს აჭარბებს, ბურღვას კი ინვესტორის დაკვეთით ისეთი წამყვანი კომპანიები შეასრულებენ როგორიცაა „გრეი ვულფი“, „შლუმბერჟე“ და „ჰალიბარტონი“. 

შპს „ნინოწმინდის ნავთოკომპანია“ საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს და მოიცავს საქართველოს ტერიტორიის XIE და XIF სალიცენზიო ბლოკებს. კომპანიის აქტივებს მართავს ბრიტანული და ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანიები „კანარგო ლიმიტედი“ და „ემ.ენ.დი. ჯორჯია ბი.ვი“. სალიცენზიო ბლოკების საეთო ფართობი 108 კმ2-ია და მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს. კომპანიამ 1996-2014 წლებში საქართველოში 211 მლნ 800 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.