განათლების მინისტრმა თელავში ახალ საკანონმდებლო ცვლილებზე ისაუბრა
შეხვედრაზე განათლების მინისტრმა ახალ საკანონმდებლო ცვლილებზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის შესახებ ისაუბრა.
თამარ სანიკიძეს თქმითვე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის, დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში.
,,აქამდე მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითადი ხარვეზი იყო ის, რომ იყო არასისტემური და მასწავლებლის შეფასება ხდებოდა მხოლოდ საგამოცდო ფორმატში, არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერასახავდა მასწავლებლის საქმიანობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვით, კი გვეცოდინება რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს.
სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა. შეფასების კომპონენტი არის ყველა შემდგომი ქმედების დასაგეგმად აუცილებელი წინაპირობა, რომლის სკოლაში არარსებობა ნიშნავდა, რომ სკოლა არ იყო ორიენტირებული სასწავლო შედეგები სგაუმჯობესებაზე. რაც შეეხება გარე შეფასებებს, გვაქვს შეფასების ორი ფორმა – საგნობრივი გამოცდა და პრაქტიკაში დაკვირვება,”-განაცხადა თამარ სანიკიძემ.