თელავის მერია ,,ახალგაზრდული საბჭოს” პროექტს დააფინანსებს
შეხვედრაზე, საინიციატივო ჯგუფმა, პლატონ კალმახელიძეს პროექტი წარუდგინა, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება. ქალაქის მერის განცხადებით, უწყება აღნიშნულ პროექტს 8 000 ლარით დააფინანსებს:
,, ,,ახალგაზრდული საბჭოს” წევრებმა წარმოგვიდგინეს საინტერესო პროექტები, შევჩერდით ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც საკმაოდ ინოვაციურია ქალაქისთვის. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე მოლბერტებით ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენას. მინდა ავღნიშნო, რომ ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მისასალმებელია. ჩვენ, გავარგძელებთ თანამშრომლობას”, – აცხადებს ქალაქის მერი.
ახალგაზრდული საინიციატივო საბჭოს წევრების განცხადებით, სამომავლოდ აქტიურად აპირებენ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას:
,,დღევანდელმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, გავაცანით ჩვენი პროექტები, აქედან შევჩერდით ერთ-ერთზე. ქალაქის მერი დაგვპირდა მის დაფინანსებას,” – აცხადებს ლიკა ყარაულაშვილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 მოლბერტის დამზადება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებსა და პარკებში განთავსდება.