ვიდეორეპორტაჟი

კახეთის რეგიონში ტურისტების რაოდენობა შემცირდა

ანალოგიური მდგომარეობაა კახეთის სხვა საკურორტო ადგილებშიც. თელავის სასტუმროებსა და კვების ობიექტებში ტურისტების შემცირებაზე საუბრობენ, თუმცა ტურიზმის სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ტენდენცია სეზონურია, დროებითია და მალე ტურისტების რიცხვი გაიზრდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდნეობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. შსს-მ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები მარტის თვეში გამოაქვეყნა.

2015 წლის თებერვლის თვე 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 1 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმაგრებულ ლინქზე გაეცანით ტურისტების შემოსვლის დინამიკას და ნახეთ ჩვენი გამოკითხვა.