თელავში ტორესა მოსის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
,,ამ რომანის ტექსტი ერთ-ერთი პირველი დავწერე, ამიტომ მასთან დაბრუნება ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ახალი ნაწარმოები, “პალიტრა L” – მა , საზოგადოებას უკვე წარუდგინა გუშინ, 26 მარტს, ბიბლუს გალერიში. აპრილში ნაწარმოების პრეზენტაცია კიდევ 9 ქალაქში გაიმართება”, – განაცხადა Knews.ge-სთან მწერალმა.
შეგახსნებთ, რომ გასულ წელს ვახო მოსიაშვილმა (იგივე ტორესამ) წიგნით „სიბრძნე სიცრუისა“ ლიტერარურული პრემია ,,საბა” მიიღო.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც თელავში აპრილში გაიმართება, საზოგადოებას საშუალება ექნება დაუსვას კითხვები ვახო მოსიაშვილს:
„ვიცით, რომ გასულ წელს ,,საბას” ნომინანტი გახდა ჩვენი თანაქალაქელი ვახო მოსიაშვილი. დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ვახოს თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აპრილში.“