ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის მრჩევლები დაინიშნენ
პროექტი ,,გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით’’ ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის მხარდაჭერით ახორციელებს, საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს.
როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის მრჩევლები 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნა, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე შემუშავდა გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცლილების პაკეტი. მათივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები მზად არის პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გასატანად.
პროექტის კოორდინატორის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის, ნათია კაპანაძის თქმით, ცვლილებები შემუშავდა სამუშაო ჯგუფის მიერ. პროცესში 22–მდე სამთავრობო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციი წარმომადგენელი იყო ჩართული. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე მოხდეს ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება შემუშავდეს საკანონმდებლო პოლიტიკა და გაუმჯობესდეს ადამიანების უნარ-ჩვევები , რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, როგორც გამგეობის, ისე საკრებულოების დონეზე.
”საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ყველა დაინტერესებული მხარის შეხედულებები. Iნიციატივა უკვე მზად არის პარლამენტში წარსადგენად. ღაც შეეხება გენდერული თანასწორობის მრჩევლებს, მათი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს პოზიციას, ნაწილი შტატით ინიშნება, ხოლო ნაწილი მუნიციპალიტეტებში ითავსებს გენდერული მრჩევლის ფუნქციას. ღაც შეეხება ცვლილებათა პაკეტს, ის ითვალისწინებს მრჩევლის ან გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას როგორც გამგეობაში, ასევე საკრებულოში და ადგილობრივ დონეზე საკონსულტაციო ორგანოს, გენდერული თანასწორობის საბჭოსშექმნას’’, -ამბობს ნათია კაპანაძე.
გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში 2010 წლიდან მოქმედებს. მისი ძირითადი ამოცანაა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის კოორდინაცია და მონიტორინგი, კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ,,გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით’’ ფარგლებში, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების მიზანი გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციის გამოსავლენის და აღმოსაფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელებისკოორდინაცია, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება იქნება.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკაიას თქმით, ქვეყანაში არსებული ვერანაირი კანონმდებლობა ვერ განხორციელდება და მოიტანს შედეგს, ვერც ცენტრალურ, რეგიონულ დონეზე, თუ მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმი არ იარსებებს.
მისივე თქმით, ინსტიტუციური მექანიზმის გამართული მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, გენდერული პოლიტიკის სრულყოფას, ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის დაცვას, კანონის აღსრულებას და ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. Mიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაინიშნენ გენდერული თანასწორობის მრჩევლები, მათი პოზიცია მდგრადი არ არის და დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის კეთილ ნებაზე. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მომზადებული ცვლილებების გენდერული თანასწორობის კანონში შეტანა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს ინსტიტუციური მექანიზმის არსებობას საქართველოს მასშტაბით და არა ცალკეულ რეგიონებში, რაც არსებულ სურათს სავსებით შეცვლის. Gარდა ინსტიტუციური მექანიზმის მდგრადობისა, გამოიკვეთა კიდევ ერთი საჭიროება _ აუცილებელია არსებული კადრების გადამზადება, მათი შესაძლებლობების გაძლიერება. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამ მიმართულებითაც მუშაობს და ბრიტანულ საქველმომედო ორგანიზაცია ”ოქსფამთან” ერთად, უკვე დანიშნულ გენდერული თანასწორობის მრჩევლებს სხვადასხვა მიმართულებით უტარებს ტრენინგებს.” _ ამბობს ელენე რუსეცკაია.
OXFAM-ის გენდერის პოლიტიკის პროგრამის მენეჯერის, თამარ ვაშაკიძეს თქმით, გენდერული თანასწორობის კუთხითქვეყანაში არსებობს საკმაოდ სოლიდური საკანონმდებლო და პოლიტიკის ბაზა, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ნორმატიული ბაზის ეფექტური განხორციელება, აუცილებელია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არსებობდეს ეფექტური და ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები ამ პოლიტიკის განხორციელებისათვის.
,,ჩვენი მიზანი ის არის, რომ ადგილობრივ დონეზე მოვახდინოთ ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება, დაწყებული შესაბამისი საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებით და დამთავრებული იმ ადამიანეიბის უნარ-ჩვევების გაძლიერებით, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, როგორც გამგეობის, ისე საკრებულოების დონეზე.’’ _ აცხადებს თამარ ვაშაკიძე.
სამართლებრივ საკითხებში ექსპერტის, სანდრო სვანიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ თვითმმართველობის კანონში განისაზღვრება სპეციალური ინსტიტუციის არსებობა, როგორიც არის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოსშექმნა, რომელიც იქნება საკონსულტაციო ორგანო და მიაწვდის წინადადებებს საკრებულოს მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების მდგომარეობის შესახებ.
,,საბჭოს მთავარი საქმე იქნება სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ითანამშრომლებს პარლამენტში არსებულ საბჭოსთან და შესაბამისად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც რეალურად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის დაცვას’’,– აცხადებს სანდრო სვანიშვილი.
სტატია მომზადებულია პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
მაკა ხაზიური
გაზეთი კახეთის ხმა
ვებგვერდი knews.ge