სტატიები

სტატიები

ვინ გაასხვისა ვაზისუბანში სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად გაიყიდა. ინფორმაციას ისტორიული მნიშვნელობის შენობის გაყიდვაზე მუნიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არ ფლობენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით კი, ტერიტორია ისე გასხვისდა, მათთვის აზრი არავის უკითხავს.
შენობა საუკუნეზე მეტია სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის შენობა გასხვისებულია და მას კერძო მესაკუთრე ჰყავს. აღნიშნულ ტერიტორიას შპს „ვაზისუბნის მამული“ ფლობს, სადაც წილის თანაბარი მფლობელები ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ შენობა მალე უცხოელზე გაიყიდება, რომელიც შემდეგ ისტორიულ შენობას გაანადგურებს.

Read More
სტატიები

სასოფლო მიწების შესყიდვაზე შეზღუდვა მოხსნილია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის შეძენაზე დაწესებული მორატორიუმი, რომელიც წელიწადნახევრის ნაცვლად, მხოლოდ ერთ წელიწადს მოქმედებდა, გაუქმდა.

Read More
სტატიები

რა მოუტანა თელავს ორად გაყოფამ

თელავის ორად გაყოფის პროცესი დღემდე დასრულებული არ არის. ექსპერტები ყურადღებას ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ოპტიმიზაციის ცვლილებების გატარებაზე ამახვილებენ.

Read More