,,აირჩიე პროფესია”
თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისეული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ცვალებად ბაზართან ადაპტირება წარმოადგენს.
შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გაუზრებელ პროფესიულ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციების არმქონე კადრების სიჭრბეს განაპირობებს, რაც თავის მხრივ აისახება ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით, მიუხედავად წინგაგადგმული ნაბიჯებისა, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები, კვლავ მწირია საკონსულტაციო ინსტრუმენტები. პრობლემას წარმოადგენს პროფორიენტაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მოსწავლეჶახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობა. ასევე, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი მშობელთა ინფორმირების კუთხით.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი 2013 წლიდან ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამას”, რომლის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, კარიერის დაგეგმვის პროცესში, რათა მათ მიიღონ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილება.
სამინისტროს მიერ შექმნილია ინტერაქტიული, პროფრიენტაციისათვის განკუთვნილი საკონსულტაციო ვებ.გვერდი www.myprofession. gov.ge და გზამკვლევი/ სახელმძღვანელო ,,აირჩიე პროფესია’’.
უნდა აღინიშნოს, 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავრობის #721 დადგენილების თანახმად დამტკიცდა საქართველო შიუწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარები სკონცეფცია და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა განახორციელონ კონცეფციით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. შესაბამისად, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა შეიმუშავა და განახორციელა ახალგაზრდებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამა, რომელიც მიმართული იყო მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი პროფორიენტაციის სერვისის განვითარებაზე, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური შეფასების ინსტრუმენტების შექმნა/ადაპტირებაზე, საკონსულტაციო ვებგვერდის განვითარებასა და მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაზე შექმნილი სერვისების და ზოგადად, კარიერის დაგეგმვის საჭიროებისა და მნიშვნელობის კუთხით.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფსაკონსულტაციო ვებ. გვერდი www.myprofession. gov.ge წარმოადგენს ონლაინ საკონსულტაციო თვითდახმარების სერვისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისათვის და სტუდენტებისათვის, პროფესიის არჩევის ან შეცვლის მსურველი ახალგაზრდებისათვის 29 წლამდე.
ვებ-გვერდზე განთავსებულია პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი ფსიქოლოგიურიად აპტირებულიტესტები, რომელიც შეირჩა, შეძენილი იქნა და ადაპტირდა დარგის ექსპერტების მიერ პროგრამის ფარგლებში. ვებგვერდზე ასევე, განთავსებულია პროფესიების შესახებ შექმნილი 4-5 წუთიანი ინტერვიუს ფორმატის ვიდეორგოლები, 70 სხვადასხვა პროფესიის შესახებ, სადაც კონკრეტული პროფესიის წარმატებული წარმომაგდენელი საუბრობს პროფესიის არჩევის, სამუშაო გარემოს, საჭირო ცოდნებისა და უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და რჩევების შესახებ ახალგაზრდებისათვის, რგოლში ასახულია პროფესიონალის სამუშაო გარემო. ვებგვერდის მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ კარიერის დაგეგმვისკონკრეტულ შემთხვევათა ანალიზებს, სარეკომენდაციო საკითხავ მასალებს, რომელიც ეხება გადაწყვეტილების მიღების მეთოდების, უნარების, ინტერესების, შრომითი ღირებულებების, შესაძლებლობების, სამუშაო გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა მაგალითად:
რა არის პროფესიული ორიენტაცია?
როგორ გამოვიყენოთ www.myprofession. gov.ge ?
რა არის კარიერული განვითარება?
რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დახმარება პროფესიის არჩევის დროს?
პროფესიული გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული მეთოდები;
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას;
ვინ არის პროფესიული კონსულტანტი?
რა არის ღირებულებები?
რა არის პროფესიული ინტერესები?
რა არის თანდაყოლილი ნიჭი?
როგორ შევსწავლოთ საკუთარი პიროვნება;
როგორ უნდა დახმარონ მშობლები შვილებს პროფესიის არჩევაში;
როგორ მოვემზადოთ და როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით;
დროის მართვის ეფექტური გადანაწილება და სხვა მსგ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შეიქმნა ახალი პიროვნების საკვლევი, პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი, სანდო და ვალიდური შეფასების ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების საშუალება ვებგვერდის მომხმარებლებს 2016 წლიდან შეეძლება. ახალი პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი კვალიფიციური ინსტრუმენტი, დაეხმარება ახალგაზრდებს შეისწავლონ საკუთარი თავი, შეაფასონ პიროვნული მახასიათებლები და დაუკავშირონ ისინი შესატყვის პროფესიებს.
ასევე, ვებგვერდზე განთავსებულია სახლემძღვანელოს/მზამკვლევის ,,აირჩიე პროფესიას’’ ელექტრონული ვერსია. სახელმძღვანელო „აირჩიე პროფესია“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და World Vision Georgia- ს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
„აირჩიე პროფესია“ პროფესიული ორიენტაციის სფეროში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც განკუთვნილია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯერ არ აურჩევია პროფესია ან მისი შეცვლა სურს. წიგნში თავმოყრილია სასარგებლო ინფორმაცია პროფესიული ორიენტაციის სფეროში უკანასკნელ წლებში გამოცემული ინგლისურენოვანი სამეცნიერო ლიტერატურიდან და ასევე, პროფესიის არჩევის მსურველთათვის მომზადებული გზამკვლევებიდან. გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს თვითგამორკვევაში. გააცნობს მათ კარიერასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მრავალმხრივ ბუნებას, წარმოდგენილია რეკომენდაციები პროფესიის არჩევის დროს. ასევე, საინტერესო და სახალისო სავარჯიშოები დაეხმარება მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.
მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის. შექმნილია ვებ-გვერდის მხარდამჭერი ფეისბუქის გვერდი „აირჩიე პროფესია“ (www.facebook.com/ MyprofessionGeorgia), სადაც სისტემატურად ხდება საიტზე განთავსებული მასალების გაზიარება, მომხარებელთა შეკითხვებზე რეაგირება.
მუდმივად მიმდინარეობს ვებგვერდის მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი. ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება სტაბილურად, მომხმარებეთა ასაკი მერყეობს 14-დან 30 წლამდე, რაც რეალურად ემთხვევა იმ ასაკობრივ სეგმენტს, ვისთვისაც შექმნილია საკონსულტაციო ვებგვერდი. 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის დასაწყისისთვის 84 000 ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.
2014 წლიდან სამინიტროს მიერ შექმნილი პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი სერვისის შესახებ საქართველოს რეგიონებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისში. მოსწავლეჶახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცათ სახელმძღვანელოები, კალმები და მაისურები პროგრამის ატრიბუტიკით. საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ასევე, World Vision Georgia-ს ხელშეწყობით.
2016 წელს დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძებების განხორციელება პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა ვებგვერდის განახლება შინაარსობრივი და ტექნიკური კომპონენტის გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების განხორციელება, ასევე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარება მოსწავლე-ახალგაზრდებთან პროფორიენტაციის მიმართულებით არსებული სიტუაციის, გამოწვევებისა და მოლოდინების შესწავლისა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით.
სამინისტროს პროექტის განხორციელებით მოზარდებს და ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ხელმისაწვდომი პროფკონსულტაციის სერვისით; ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული პროფორიენტაციის ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციული და სარეკომენდაციო ხასიათის მასალების, ასევე, გზამკვლევის, პროფესიებზე შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ,მათთვის საინტერესოპროფესიისშესახებ, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესახებ. პროექტის განხორციელება დაეხმარება ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი
ინფორმაცია სამინისტროს ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხ ე ლ შ ე წ ყ ო ბ ი ს პ რ ო გ რ ა მ ი ს ” შესახებ
საკონტაქტო პირი:
შორენა შიუკაშვილი
ახალგაზრდობის პოლიტიკის
მართვის დეპარტამენტი,, პროგრამების
სამმართველოს მთავარი
სპეციალსტი
ტელ: 577178010; 2 235172.
ელ-ფოსტა:
sh. shiukashvili-msy.gov.ge