სტატიები

მომავალი შენია – განათლებისა და დასაქმების გამოფენა 2016

განათლებისა და დასაქმების გამოფენა 

სამუშაო საათები და პროგრამა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თე­ლავის სახელმწიფო დრამატული თეატრი
პარასკევი, 2016 წლის 26 თებერ­ვალი, 11:00-18:00-საათი.
საგამოფენო სივრცეში წარ­მოდგენილი იქნებიან ბიზნეს კომპანიები, საგანმანათლებლო სფეროსა და არასამთავრობო ორ­განიზაციების წარმომადგენლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს მაშტაბით, რომლე­ბიც ახალგაზედების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა შეთავაზებებსა და მო­თხოვნებს წარადგენენ. თეატრის ორ დარბაზში პარალელურ რე­ჟიმში გამართება პრეზენტაციები მოსწავლეების, სტუდენტებისა და მათი მშობლების მონაწილეობით. ახალგაზრდების წინაშე წარდგე­ბიან პოლიტიკოსები და ლიდერები.
სხვადასხვა პროფესიების შესახებ მოეწყობა კინო ჩვენება. გარკვეული დრო დაეთმობა კითხვა-პასუხს საინტერესო საკითხებზე.
პრეზენტაციის პირველი ჯგუფი: თეატრის დიდი დარბაზი (700 ად­გილი):
ჯგუფი ღიაა მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების და სკოლის დირექტორების, ასევე სამუშაოს მაძიებლებისათვის.
დასაწყისი 12:00 საათი.
გამოფენის ოფიციალური გახს­ნა. განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
დენადობა განათლების სისტემაში – პრეზენტაცია
(სკოლიდან კოლეჯში და შემდეგ უნივერსიტეტში) პროფესიული განთლების მქონე კადრებზე მო­თხოვნა (10 წთ)
დეფიციტური პროფესიები, პროფესიული განათლების რეკლა­მა და მხარდამჭერი პროგრამები.
კარიერა კახეთში: დასაქმებულ­თა მოხსენებები.
ბიზნესი: დამსაქმებლების მოხსენება
შესვენება (1 სთ)
14:00 საათი, დასაწყისი.
საგანმანათლებლო ინსტიტუ­ციების პრეზენტაციები
კოლეჯი „აისი“ (გურჯაანი), პრო­ფესიული კოლეჯი „ახალი ტალ­ღა„ (ქობულეთი), პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ (თელავი), პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ (თბილისი), პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“ (ბათუმი)
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შესვენება 1 სთ
დასაწყისი 16:00
სამსახურები, ლიფელონგ ლეარ­ნინგ და არაფორმალური განათლე­ბა, ასევე დამსაქმებელები:
Lifelong learning და მოკლე ვა­დიანი პროგრამები / ტრეინინგები (გადამზადება.)
ჭორკნეტ.გე და სერვისები
სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხელოსნობა და სოციალური პრო­ფესიები: სამუშაოები, მოთხოვნები და შიდა ბიზნესი
პრეზენტაციის მეორე ჯგუფი
თეატრის მცირე დარბაზი (100 ადგილი):
ლიდერები, პოლიტიკოსები, ადგილობრივი თვითმმართველო­ბის, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.
დასაწყისი 13:00
მოჯადოებული წრის იდენტი­ფიკატორები შიდა მიგრაცია, სამუშაო ძალისზ და კომპანიების გადინება. ტრანსპარენტული ბა­ზრის შესაქმნელად დასაქმებისა და განათლების პერსპექტივები.
ევროპა და დასაქმების პოლიტიკა:
სოფლის მეურნეობა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი. საჭირო უნარები და სამუშაო ძალა, განათ­ლება და დასაქმების პერსპექტივა, არსებული პროგრამები და საუკე­თესო პრაქტიკა.
პროფესიული განათლების საი­მიჯო კამპანია (10 წთ)
შესვენება
დასაწყისი: 14: 15
სამინისტროებისა და მათ სააგენ­ტოებში მიმდინარე აქტივობების, პროექტების და პროგრამების გაც­ნობა (მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალ­გაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო)
სადისკუსიო პანელი: სოცია­ლური პარტნიორები (ბიზნესი. პოლიტიკა, მშობლები, სკოლები, პროფესიული განათლების ცენ­ტრები) განვიხილავთ არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს, თვალსაჩინო და არათვალსაჩინო მიზეზებს და მათი გამოსწორების/ გადაჭრის გზებსა და ნაბიჯებს (45 წთ)
კინო  სხვადასხვა პროფესიების შესახებ ნაჩვენები იქნება ფილმები. სხვა­დასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები გვიამობოენ მათი მათი ყოვლედღიურობის შესახებ და უპასუხებენ შეკითხვებს.
© მომავალი შენია


ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.