სტატიები

პატარა ევროპა კახეთში

სიტყვა აისი მზის ამოსვლას ნიშნავს. მზის ამოსვლა სი­ნათლეს და სითბოს. კახეთის ერთ პატარა დაბაში მზე სხვაგვარად ამოდის. უნდა ითქვას, რომ ამ სოფელს საკუთარი ,,აისი“ აქვს. კაჭრე­თის ,,აისი“ ზამთარ-ზაფხულ ანათებს და ადგილობრივე­ბსაც და სტუმრებსაც მზის სხივივით სითბოს აძლევს. 

თუ კაჭრეთის ვენახებით გარ­შემოტყმულ მაღლობს აუყვებით, მწკრივებში დარგული ხეხილის, სხვადასხვა მცენარეებით გარშე­მოტყმულ მოვლილ კარჶმიდამოს დაინახავთ, შენობები ლაზათიანად გამოიყურება, აქა-იქ მშენებლობე­ბია გაჩაღებული, ეზო ყვავილარით და ბილიკებით არის მოკირწყლული. ეზოში ახალგაზრდები და მუშე­ბი ფუსფუსებენ, ირგვლივ სკე­ბია, ვენახები, მარანი, ფრინველი­სა და ძროხების ფერმები, ეზოში ფარშევანგები, კატები და იხვები და¬სეირნობენ და სასწავლო კორ­პუსები ღია ბაღებით ისეა მიწყო­ბილი ერთმა¬ეთს, ძნელია წარმოი­დგინო, რომ მოქმედების ადგილი საქართველოა და ეს ყველაფერი კახეთის პატარა სოფლის გარეუ­ბანში ხდება. სწორედ აქ არის ,,აისი“ – იგივე საზოგადოებრივი კოლეჯი, რო­მელიც უწინდელი პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა და ამჟამად ყოველწლიურად 1000 ზე მეტი სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას. თუ ვინმეს ფერმის გახსნა გსურთ და კვალიფიციურ ფერმერს ეძებთ, მაშინ ,,აისი“ თქვენთვისაა, თუ გინ­დათ რომ მეხილეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა და მეღ¬ვინეობა განავითაროთ, სწორედ აქ იპოვით საჭირო კადრებს. 

გთავაზობთ ინტერვიუს კოლეჯის დირექტორის მოადგილესთან თინა­თინ ხანჯალიაშვილთან.

– რა კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულებები მუშაობს კოლეჯ „აისში“?
-ისტორიულად საქართველოში სახალხო მეურნეობის დარგებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ყოველთვის აგრარულ მიმართულე­ბას ეჭირა. 21-ე საუკუნეში აგრარული სე­ქტორის განვითარება შეუძლებელია ამ დარგის მაღალკვალიფიციური კა­დრების გარეშე, რომელთა დეფიცი­ტი საქართველოში თვალშისაცემია. აღნიშნული დეფიციტის შევსება შესაძლებელია იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“; უკვე წლებია, საქართველოს ერო­ვნული ინტერესების და აგრარული პოლიტიკის გათვალისწინებით, კოლეჯში მიმდინარეობს შემდეგი სპეციალობების შესწავლა: მევენახე-მეღვინე, მეფუტკრე, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი, მეხილე, მზარეული და ფერმერი. კოლეჯში ასევე ტურიზმის სფე­როს ისეთი მოთხოვნადი სპეცია­ლობის პროგრამები ხორციელ­დება, როგორიცაა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის გიდი, ტუროპერატორი და სასტუმრო საქმის მწარმოებელი. ამ მიმართუ­ლებით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელ­შეწყობით შექმნილია უნიკალური სასწავლო ბაზები და აქ მოსული სტუდენტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალის სახით უბრუნდება საქართველოს შრომის ბაზარს.
– როგორია კოლეჯის ბაზა და რა რესურსები არსებობს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების მიმართუ­ლებით?
-სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ არის თანამედროვე სტანდარ­ტებით აღჭურვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტები თეორიული სწავლე­ბის კურსს გადიან სათანადოდ აღჭურვილ აუდიტორიებში, პრა­ქტიკული მეცადინეობები მიმდი­ნარეობს სპეციალურად მოწყობილ ბაზებზე. აღსანიშნავია, რომ კოლეჯს გააჩნია ყველა სპეციალობის შესა­ბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ღვინის მინი საწარმო, ტრა­დიციული მარანი, ვენახი, ღვინის ლაბორატორია, ფუტკრის სახლი, მეცხოველეობის ფერმა, ხეხილის ბაღი, სათბური, სანერგე და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო. აქვეა მაღალი ტექნო­ლოგიებით აღჭურვილი სადურგლო სახელოსნო, სამზარეულო, ფილათ­მწყობის სახელოსნო და სხვ. კოლეჯ „აისში“ ყველა პროფესიას ასწავლის მასწავლებელთა მაღა­ლკვალიფიციური გუნდი, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მიმდინა­რეობს სისტემატიურად. საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მათთ­ვის ეწყობა ტრენინგები, რომელსაც უძღვებიან კონკრეტული სფეროს პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი ტრენერები. სასწავლებელს ასევე აქვს საკუ­თარი კარგი პრაქტიკა მასწავლე­ბელთა პროფესიული განვითარების კუთხით. ეს არის მასწავლებელ­თა პროფესიული განვითარების კლუბი „წინსვლა“. აღნიშნული კლუბის ინიციატივით კოლეჯში ყოველწლიურად ეწყობა პროფე­სიული კვირეულები, რომლის ფარ­გლებშიც კოლეჯის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის უამრავი საინტერესო ღონისძიება იმართება. მასწავლებლების მუშაობა თვითგან­ვითარებაზე ამ კლუბის ფარგლებში კიდევ უფრო ინტენსიურად და საინ­ტერესოდ წარიმართება. კოლეჯი „აისი“ თავის მხრივ ზრუნავს სტუ­დენტის განვითარებაზე. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სტუდენ­ტებთან მჭიდრო ურთიერთობით. ისინი მონაწილეობას იღებენ სხ­ვადასხვა ტრეინინგბეში, სოციოლო­გიურ გამოკითხვებში, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში, ტარდება პროგრამების პრეზენტა­ციები და მასტერკლასები, რომლე­ბსაც უძღვებიან დარგის უმაღლესი დონის სპეციალისტები, პროფესო­რები, საქართველოს წამყვანი უნი­ვერსიტეტების ლექტორები.
– შრომითი ბაზარი რეგიონში მწირია და, სამწუხაროდ, მცირე სამუშაო ადგილებს სთავზობს ახალ­გაზარდებს. რა მექანიზმები არსებობს პროფესიული განათლების შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისათვის.
-სტუდენტი საკვალიფიკაციო გა­მოცდის წარმატებით ჩაბარების შე­მდეგ იღებს სახელმწიფო დიპლომს. კურსდამთავრებულთა დასაქმე­ბის უზრუნველსაყოფად აქტიურად ხორციელდება თანამშრომლო­ბა პოტენციურ დამსაქმებელთან. ყოველწლიურად ფორმდება ურ­თიერთთანამშრომლობის მემორან­დუმები კოლეჯ „აისსა“ და იმ საწარ­მოებსა და ორგანიზაციებს შორის, სადაც სტუდენტები გადიან საწარ­მოო პრაქტიკას. ეწყობა შეხვედრები დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, სადაც მიმდინარეობს დისკუ­სიები იმ პრობლემებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე, რაც კონკრეტუ­ლად აინტერესებს როგორც დამსა­ქმებელს, ასევე სტუდენტს. სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ბევრ კომპანიასთან აქვს გაფორ­მებული ურთიერთთანამშრომ­ლობის მემორანდუმი, რომელთა შორის აღსანიშნავია: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია „ალაზანჰესი“, შპს „ბრეტი“, შპს „ზედაშე“, შპს ქინძმა­რაულის მარანი, ჯეო ტურიზმი, შპს „ავანგარდი“ და სხვები. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც.
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ორიენტირებულია აღზარ­დოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკუ­რენტუნარიანი სპეციალისტი, რო­მელიც ამავე დროს იქნება მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნება. ყოველწლიურად კო­ლეჯ „აისის“ კურსდამთავრებულთა 60% წარმატებით საქმდება და დამსაქმებელთა დიდი ნაწილი მად­ლობას გამოხატვს კვალიფიციური კადრებისთვის. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის კოლეჯ „აისის“ როლს ქვეყნის აგრარული სექტორის გან­ვითარებაში.
– ცნობილია, რომ კოლეჯი ფართო­ვდება და სხვა მუნიციპალიტეტებშიც აპირებთ პროგრამების განხორციე­ლებას. მოგვიყევით ამის შესახებ.
-სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ წარმოდგენილია კაჭრეთის, დედოფლისწყაროს და ალვანის განყოფილებებით, რომელთაც 2015 წელს ლაგოდეხის განყოფილებაც შემოუერთდა. საქართველოს დგანათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე სრულად რეაბილიტირბუ­ლი და აღჭურვილია კოლეჯის კაჭრე­თის, ალვანისა და დედოფლისწყა­როს განყოფილებები. ლაგოდეხის განყოფილებასთან მიმართებაში ამ ეტაპზე წინა-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კო­ლეჯის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის შემდეგ აქ მუნიციპალი­ტეტის სპეციფიკაზე მორგებული პროფესიული მიმართულების ახალი სასწავლო პროგრამები დაინერგება.
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯში „აისი“ სწავლებას სახელმწიფო აფი­ნანსებს. სტუდენტები სწავლობენ რო­გორც დღის, ასევე საღამოს ცვლაში. ამასთან, კოლეჯის კაჭრეთის განყო­ფილება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებს კეთილმოწყობილი და უფასო საერ­თო საცხოვრებლით უზრუნველ­ყოფს.  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ ყოველწლიურად სხვადასხვა პროფესიაზე ცხადდება საგაზა­ფხულო და საშემოდგომო მიღება. აპლიკანტთა ასაკი შეუზღუდავია 16 წელს გადაცილებულ პირთათ­ვის. ამგვარად, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ თვალი ადევნონ კოლეჯის ფაცებოოკ გვერდსა (მო­ძებნეთ – საზოგადოებრივი კოლეჯი აისი) და ჩვენს ვებ გვერდს (www. collegeaisi.ge) და მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

 

ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.