სტატიები

არაფორმალური განათლება კახეთის რეგიონში

არაფორმალური განათლება დღეს არსებული კანონმდებლობით არ რე­გულირდება, თუმცა საზოგადოებაში ფორმალურ განათლებასთან ერ­თად მოკლევადიან, არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოთხოვნილება გაჩნდა.

საქართვე­ლოს დღევანდელი კანონმდებლობა არ ასახავს განსხვავებას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. სათემო კავშირ ,,ნუკრიანის“ დირექტორ მაია ბიძინაშვილის შე­ფასებით, სამოქალაქო განათლების მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. მისივე თქმით, არაფორმალური განათ­ლება საზოგადოების ცვალებად საჭიროებებზეა მორგებული:
,,არაფორმალური განათლება ძი­რითადად ზრდასრულ მოსახლეობა­ზეა ორიენტირებული. ,,იუნესკოს” მიერ განსაზღვრული განმარტებით, არაფორმალური განათლება წარ­მოადგენს განათლების ორგანი­ზებულ ფორმას, რომალიც ღიაა ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურვე­ლისათვის, არ არის სავალდებულო და არ ისახავს მიზნად ოფიციალური სერტიფიკატის მიღებას, თუმცა ამ ფორმატში მიღებული ცოდნისა და უნარების აღიარების მექანიზმის არსებობა ზრდის არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, რო­გორც დასაქმებისათვის, ისე სწავლის გაგრძელებისათვის ფორმალურ გარემოში, რაც მას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში“.
თელავის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის ასოცირებული პროფე­სორ თამარ მიქელაძის განცხა­დებით, ხშირად ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ მათი განათლება მხოლოდ ფორმალური განათლე­ბით შემოიფარგლება:
,,არაფორმალური განათლება ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილ პროგრამას წარმოადგენს და იგი არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი. იგი მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელ­დება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველ­დღიური გამოცდილების შედეგად უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა. არაფორმალური განათლება იგივე ზრდასრულთა ლიბერალური განათლებაა. მისი სარგებელი რამდე­ნიმე ფაქტორში შეიძლება, გამოიხა­ტოს, როგორიცაა: ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური“.
მაია ბიძინაშვილის შეფასებით, ყოველი მოქალაქე აღჭურვილი უნდა იყოს იმ უნარებით, რომელიც აუცილებელია ახალ ინფორმა­ციულ საზოგადოებაში ცხოვრებისა და მუშაობისათვის უნდა განისაზღვროს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლი­სათვის საჭირო ახალი საბაზისო უნარ-ჩვევები (საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, უცხო ენები, ტექნოლოგიური კულ­ტურა, მეწარმეობა და სოციალური უნარ-ჩვევები). ,,ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სტრატეგია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში“ შემუშავდა საქართვე­ლოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროსთან 2009 წლის 28 იანვარს ხელმოწერილი ურთიერთთანამ­შრომლობის მემორანდუმით. სათე­მო კავშირი ,,ნუკრიანი“ 2009 წლიდან არის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის წევრი“.
ზრდასრულთა განათლების ტრე­ნერი არაფორმალური განათლების სტრატეგიაზე ამახვილებს ყურა­დღებას და ამბობს, რომ ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტე­ტების განსაზღვრა აუცილებელია. ტრენერისვე განცხადებით, უნდა დაინერგოს დასავლეთ ევროპაში ბოლო დროს მეტად პოპულარული სტრატეგია ,,სწავლა მთელი სიცო­ხლის მანძილზე“, რაც პიროვნებას საშუალებას აძლევს, კონკურენტუ­ნარიანი გახდეს ახალი ტექნოლო­გიების გამოყენებაში, გაიადვილოს სოციალური ურთიერთობები, შეიქმნას თანასწორი შესაძლებ­ლობები და გაიუმჯობესოს ცხო­ვრების ხარისხი: ,,ამ სტრატეგიის ძირითადი პრინციპია: თანამედროვე სწრაფადცვალებად საზოგადოებაში ინდივიდის კონკურენტუნარია­ნობის ამაღლება და სოციალური ინკლუზია; შრომის ბაზარზე ორიენ­ტაცია და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება; სამოქალაქო საზო­გადოების ფორმირება-განათლე­ბული პიროვნების ჩამოყალიბება; სტრატეგიაში განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი პრიორიტეტები: არაფორმალური,ზრდასრულთა განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება მართვის ეფექტური სისტემების ჩამოყალიბება; საკანონ­მდებლო ბაზის შექმნა; დაფინანსების ეფექტური სისტემების შემუშავება და დანერგვა; ხარისხის უზრუნველ­ყოფის სისტემის ჩამოყალიბება“.
მისივე განმარტებით, რეგიონის სტრატეგიულ განვითარებაში უნდა აისახოს ადგილობრივი შრომის ბა­ზრის მოთხოვნები და საჭიროებები. რეგიონის ბიუჯეტში უნდა აისახოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილე­ბისათვის საჭირო თანხები. თვითმ­მართველობამ უნდა გააცნობიეროს, რომ არაფორმალური განათლება რეგიონის განვითარების ერთჶერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია:
,,სათემო კავშირი ნუკრიანი, ად­გილობრივი მოსახლეობისათვის არა­ფორმალური განათლების სხვადასხ­ვა პროგრამების: კომპიუტერული ცოდნის, პიროვნული განვითარების კურსის ახალგაზრდებისათვის და სახელობო კურსების შეთავაზებას, თავის ბაზაზე არსებულ არაფორმა­ლურ საგანმანათლებლო ცენტრში ახორციელებს მოსახლეობის მოთხო­ვნების შესაბამისად“.
ასოცირებულ პროფესორ თამარ მიქელაძის განმარტებით, რო­დესაც საუბარი არაფორმალურ, ზრდასრულთა განათლებას ეხება, აუცილებელია, განისაზღვროს რა ასაკის ადამიანები იგულისხმება:
,,ზოგადად ევროპაში არაფორმა­ლურ, ზრდასრულთა ლიბერალური განათლება მოიცავს სხვადასხვა ტი­პის სასწავლებლებს: ზრდასრულთა სასწავლო ცენტრებს, სახალხო სკო­ლებს, საზაფხულო უნივერსიტეტებს და ა.შ, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო, კულტურულ და რეკრეაციულ აქტივობებს. აქ სწავლა ყველასათვისაა ხელმისაწვ­დომი ასაკის, სქესის, ეროვნებისა და განათლების დონის მიუხედავად. აქ ისწავლება ისეთი საგნები, როგორი­ცაა: უცხო ენები, ხელოვნება (ხატვა, ძერწვა, კერამიკა და ა.შ), ხელსაქმე (კერვა, ხეზე მუშაობა), მუსიკა, ლიტერატურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნე­ბისმეტყველო საგნები, ფსქილოგია, განათლება, ტანვარჯიში, ცეკვა, ისტორია. იმართება სხვადასხვა თემებზე სემინარები. ძირითადი განსხვავება ამ კურსე­ბსა და ევროპის არაფორმალური განათლების ცენტრების მიერ შე­თავაზებულ კურსებს შორის ისაა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე მხოლოდ უკიდურესი აუცილობლობის შემთხვევაში მი­მართავს ამ კურსებს, რათა აიმაღ­ლოს კვალიფიკაცია ან გაზარდოს დასაქმების პერსპექტივა, მაშინ, როდესაც ევროპელების უმეტესობა ამ კურსებს მიმართავს საკუთარი სიამოვნების გამო.“
მიქელაძისვე განცხადებით, ამ ტიპის განათლების ხელშეწყობა ერთჶერთ საკითხადაა დასმული ევროკავშირის „ასოცირების შე­თანხმების“ დარგობრივი თანამ­შრომლობის ნაწილში, რომელიც განათლებას ეხება. როგორ უნდა შეუწყოს ხელი ადგილობრივმა მუ­ნიციპალიტეტმა არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას და რა მიდგომა უნდა არსებობ­დეს მათი მხრიდან, ტრენერ მაია ბიძინაშვილის განმარტებით, ად­გილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, დასაქმების ხელშეწყო­ბის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელ­შწყობა თვითმმართველი ერთეუ­ლის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა:
,,ზრდასრულთა განათლების საკითხები შესაძლებელია, გან­ვიხილოთ, როგორც დასაქმების მუნიცპალური პროგრამის შემად­გენელი (აუცილებელი) კომპონენ­ტი. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშწყობის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დასაქმების მუნიციპალური პროგრა­მები, საგანმანათლებლო პროექტე­ბი თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებაა და მათი დაფინანსება, განხორციე­ლება, მონიტორინგი და შეფასება თვითმმართველი ერთეულის მიერ აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
აღნიშნული ნორმის ფარგლებში შესაძლებელია, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფი­ნანსდეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებუ­ლი ისეთი სასწავლო-შემეცნებითი პროგრამები, როგორიცაა: დაიწყე ბიზნესი, ინგლისურისა დაკომპიუ­ტერის შესწავლის უფასო კურსები, სოციალურად დაუცველი, მრა­ვალშვილიანი ოჯახების დასაქმების პროგრამა და სხვა“.
კითხვაზე ადამიანებს, რომელ­თაც უმაღლესი პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ გააჩნიათ დიდი გამოცდილება პრა­ქტიკული საქმიანობით და პასუ­ხობენ დღვანდელ გამოწვევებს არა­ფორმალური განათლების კუთხით, უნდა იყვნენ თუ არა დასაქმებულე­ბი, მაია ბიძინაშვილი გამარტავს, რომ პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე აღარ მუშაობდ­ნენ, სწარაფდცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი უქვეითდებათ:
,,მათ არ აქვთ ის საკვანძო კომ­პეტენციები, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრა­მების ნაწილი და, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარჶჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები და გაუადვილდეთ დასაქმება“.



ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.