„თელავის მერიის თანამშრომლები ქართული ოცნების შეხვედრებზე დასწრებას მაიძულებენ“
ქალაქ თელავში მცხოვრები კობა მირიანაშვილი მერიის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
მირიანაშვილი ამტკიცებს, რომ თელავის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი პაპუნა ხრიკული და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ბექა ებიტაშვილი ავალდებულებენ მმართველი პარტიის შეხვედრებზე დასწრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამგეობის შენობის წინ დგომას უკრძალავენ. მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მირიანაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის პირია.
Read More