ახალი ამბები

როგორია სოფელ ზინობიანში მოქმედი ეთნოკულტურული ცენტრი- ფოტოები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, ეთნოკულტურული ცენტრი ამოქმედდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ეთნოკულტურული ცენტრი, მათ შორის, სარეკრეაციო სივრცე, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები, ცენტრში შეიქმნა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა. ეთნოსოფელში მოწყობილი ახალი კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მოინახულა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისმა ჯამურმა ღირებულებამ 1 776 901 ლარი შეადგინა.