ლაგოდეხში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. 

საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა, ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

,,შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს. პროექტის ღირებულება 249 434 ლარს შეადგენს”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

პროექტს რეგიონული განვითარების სამჯნისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *