გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები ნადგურდება.
შენობა 2009 წლამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე იყო, ხოლო შემდეგ აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს გადაეცა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე წელია ბიბლიოთეკა უყურადღებოდ არის მიტოვებული, რის გამოც შენობა ნგრევის პირას არის, ხოლო აქ დაცული უნიკალური წიგნების ფონდი ნადგურდება.
ადგილზე ,,კახეთის ხმის’’ ჯგუფის ჩასვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები იატაკზე ყრია და ნადგურდება, სახურავიდან კი, წყალი ჩადის, რაც აქ არსებულ უამრავ პრობლემებს უფრო ამწვავებს.
Read More