სტატიები

1. თელავში ოსკარზე წარდგენილი ფილმების კინოჩვენება მიმდინარეობს

თელავში მოეწყობა იმ ფილმების კინოჩვენება, რომელიც ოსკარის კინოფესტივალზეა წარდგენილი. ეს ინიციატივა ძმებ რატი და ზურაბ თეგერაშვილებს ეკუთვნის. ოსკარის დაჯილდიების ცერემონიალამდე მსურველებს ყოველდღიურად ერთი ნომინანტი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.  ფილმის ჩვენება 4 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება.  „მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ოსკარის დაჯილდოვებამდე, ყოველდღიურად, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვაჩვენოთ ერთი ფილმი, რომელიც წარდგენილი იქნება ოსკარზე. ამ დრომდე ვაჩვენეთ ოსკარის ერთ-ერთი ნომინანტი ფილმი „Grand Budapest Hotel”, რომელიც წარმატებული გამოდგა“, – აღნიშნა რატი თეგერაშვილმა.