სტატიები

1. თელავის მერიაში ახალგაზრდული ინიციატივები განიხილეს

თელავის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ თელავის მერს ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული მცირე პროქტების პრეზენტაციები წარუდგინეს. პროექტების იდეებზე მუშაობა ახალგაზრდებმა „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში დაიწყეს.

პროექტის მიზანია „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება,“ რაც თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს. პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ქალაქ თელავის მერთან და ვიცე-მერთან,  სპეციალურ შეხვედრაზე ქალაქის სტრატეგიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის საჭიროებებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ახალგაზრდული პროექტები ტურისტების მოზიდვას და ქალაქის იერსახეს გაუმჯობესებას ეხება. კერძოდ, ქალაქის ცენტრში მდებარე სააკაძის ქუჩის კედლის შემოქმედებით დატვირთვას და ცნობილი მხატვრის, ელენე ახვლედიანის სახელობის ქუჩის გაცოცხლებას და  გალამაზებას. ქალაქის მერის, პლატონ კალამახელიძეს თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა  მიმდინარე პროცესებში და მათი აზრის გათვალისწინება მერიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მისი განცხადებით, ახალგაზრდების იდეების კორექტირება ერთობლივად მოხდება და ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილი გახდება. „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის“, ია ანთაძის  განცხადებით, თელაველ ახალგაზრდებთან მუშაობა ნაყოფიერი და საინტერესო იდეებით დატვირთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების იდეების გენერირების პროცესი, რომელშიც თელაველი მწერალი Toresa Mossy აქტიურად მონაწილეობდა. 

„თელავი ელენე ახვლედიანის მშობლიური ქალაქია და გვინდა, ეს თემა ქალაქის ვიზუალის ერთ-ერთ წამყვან თემად ვაქციოთ. ეს არის იდეა. ძალიან დიდი შემოქმედებითი მუხტი და სერიოზული შრომა გვჭირდება.“, – აღნიშნა ია ანთაძემ ახალგაზრდებისადმი მიმართვაში. ­