ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური მრჩეველი, დანიელი დიპლომატი ჯოზეფინ კუნელ ალბარაზი და ჯორჯ პელესტენაუ – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯორჯ პელესტენაუ იმყოფებოდნენ.
ოფისის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის ისტორია, მნიშვნელობა და მიზნები გააცნეს.
მათ ასევე ვრცლად ისაუბრეს ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოში განხორციელებულ კონტრიბუციაზე და ნატოს მნიშვნელობაზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრა ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის 75- ე წლისთავს ეძღვნებოდა.