ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის შემდეგ მონაკვეთებზე: კმ25+20-კმ28+40.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ქალაქ თელავში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.