სოფელ ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს შუა სოფელში.
ეკლესია მოქმედია და გეგმით იგი წარმოადგენს დიდ სამნავიან ბაზილიკას. ის ნაშენია რიყის ქვებით, კირის ხსნარზე. ისტორიკოსი, თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის შენობა განეკუთვნება მე- VI საუკუნეს.
,,ეკლესიას მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია, ძველი ქვითკირის სამრეკლოს ფრაგმენტები”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.