ახალი ამბები

საძოვრებზე პირუტყვის უკანონო ძოვებისთვის 300-დან 2400 ლარამდე ჯარიმის დაწესება იგეგმება

დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, მდელოების, სათიბი, ან საძოვი სავარგულების დაზიანება, ან ძოვების წესების დარღვევა ან უკანონო ძოვება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას პირუტყვის სულადობის მიხედვით.

20 სულამდე – 300 ლარი, 20-100 სულამდე 1400 ლარი, 100 სულზე ზემოთ 2400 ლარი ჯარიმაა- საქონლის ძოვების დარეგულირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შეუძლებელია საქონლის ძოვება იყოს უკანონო.

ძოვების კანონიერების და უკანონობის განმარტების შემოტანა, რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის, რომლისთვისაც მესაქონლეობა ტრადიციიაა, სახელმწიფო წყვეტს, რომელი ძოვებაა კანონიერი და რომელი უკანონო. – ამ კითხვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო თანდილაშვილს იაგო ხვიჩიამ.

თანდილაშვილის თქმით, ამ ტერიტორიებზე კი არ იკრძალება ძოვება, არამედ ექცევა რეგულირების ქვეშ. იაგო ხვიჩიას თქმით, ასევე გაუგებარია ჯარიმები რა კრიტერიუმებითაა დათვლილი.