ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ქართული კულტურის ფესტივალი თელავის უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული კულტურის ფესტივალი ჩაატარეს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში და ეზოში წარმოდგენილი იყო, ეროვნული ტრადიციული სივრცეები, როგორებიცაა- ქართული სუფრა, ეროვნული სამოსი, ტრადიციული ხელსაქმე, მეთუნეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, ქართული შოთი და ყველი, ღვინო და საბრძოლო აღჭურვილობის კონტაქტური მუზეუმი.

უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს, ქართული ხალხური ცეკვების ნახვისა და ფოლკლორული ანსამბლების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე შეეძლოთ ტრადიციული კერძების, თათარისა და ღვინის დაგემოვნება.